ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტის დაჯარიმების საქმე განიხილა.

გაგი ახალაძეს 1 000 ლარიანი ჯარიმა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მესხიშვილის თეატრის წინ, ბუჩქებზე ე. წ ბიძინას სათამაშოების დაკიდებისათვის დაუწერა.

“დღეს განიხილეს ჩვენი საქმე და კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო ბრალმდებელმა მხარემ თავი. იმედი მაქვს, რომ ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. თბილისში უკვე შეიქმნა კომიკური პრეცედენტი ლობიოს საქმეზე და ახლა ბუჩქების საქმეზე ნუ შექმნიან,”-განაცხადა გაგი ახალაძემ.

“გაბედეს” აქტივისტის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედება მთლიანად ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, რაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. მისივე განმარტებით, გაგი ახალაძეს ჯარიმა არ უნდა დაეკისროს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას 30 დეკემბერს გამოაცხადებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *