ქუთაისის მერმა გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

გიორგი ჭიღვარიამ ქალაქში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მრჩეველთა საბჭოსთან და ჟურნალისტებთან ისაუბრა. ჭიღვარიამ თქვა, რომ ქალაქში მისი მერობის პერიოდში განხორციელებული მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები 90-იანი წლების შემდეგ არ განხორციელებულა.

“ოპოზიციას სურს, რომ აფიქრებინოს ხალხს, რომ ქუთაისი გადათხრილია, თუმცა, საგზაო ინფრასტრუქტურა უფრო მოწესრიგებულია. 90-იანი წლების შემდეგ ქალაქში მსგავსი მასშტაბის  სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა. ეს არის რეალობა. ვისაც არ უნდა დანახვა, ვერ დაინახავს. გზების მთავარი პრობლემები მოვაგვარეთ, დროა ფასადების რეაბილიტაციაზე გადავიდეთ,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

მერის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ქუთაისში სულ 63 საგზაო პროექტი განხორციელდა, რომელთა საერთო ღირებულება 16 მილიონ ლარამდეა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *