ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ 2019 წელი შეაჯამა. როგორც ქალაქის

მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 2019 წელი ქალაქისათვის წარმატებული აღმოჩნდა, ხოლო მომავალი 2020 წელი ქუთაისისათვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

“2019 წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. ჩვენ ფაქტიურად გადავჭერით ქალაქის გზების მნიშვნელოვანი ნაწილის პრობლემა. ამას უკვე ხედავენ ჩვენი თანამოქალაქეები. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას. გზებთან ერთად გადავალთ რეკრეაციულ ზონებზე, ასევე, დავიწყებთ ფასადებზე მუშაობას, რათა საბოლოო ჯამში ჩვენი ქალაქი იყოს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალაქი იყოს მთელ საქართველოში. 2019 წელი ქუთაისისთვის წარმატებული იყო. 2020 წელი ქუთაისისთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით. ჩვენ აქტიურად ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *