Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
რას ამბობს გიორგი ჭიღვარია ქუთაისში შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე
"უნდა ვისწავლოთ, რომ საარჩევნო დაპირება არ არის ერთწლიანი. საარჩევნო დაპირება არის 4 წლიანი, იმ ვადიანი, რა ვადითაც მოდის ადმინისტრაცია. ამას როცა ვისწავლით, ასეთი კითხვები აღარ გვექნება,"-ამის შესახებ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას, ქუთაისში შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე განაცხადა. გიორგი ჭიღვარიამ განმარტება ცენტრალურ ბულვარზე, გაპონოვის ქუჩასა და რუსთაველის ხიდზე გააკეთა.

ქუთაისის ცენტრალური ბულვარი

"ბულვართან დაკავშირებით ჩვენ გამოკითხვა გავაკეთეთ და მოსახლეობამ გააჩერა ის ტენდერი, რაც გვქონდა. მოსახლეობამ გააჩერა, რომ არ გაგვეკეთებინა. გაგრძელებას ვაპირებთ. არქიტექტურის სამსახური მუშაობს. თუ რა პირობებით უნდა გამოცხადდეს ტენდერი, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება."

გაპონოვის ქუჩა

"გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდიდან უნდა განხორციელდეს. გავაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობს მაშინ, როდესაც უკვე რიონის სანაპიროს მოწესრიგების საკითხი დაწყებული იქნება."

რუსთაველის ხიდი

"რუსთაველის ხიდის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ იქ სვეტები იყო, რასაც მოსახლეობის მხრიდან უარყოფითი შეფასება მოჰყვა. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, მოსახლეობის ინტერესი უნდა გვქონდეს გათვალისწინებული."

წერეთლის ქუჩა

"რაც შეეხება წერეთლის ქუჩას, წერეთლისა და აღმაშენებლის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყება თებერვლიდან, ასევე თავისუფლების ქუჩისაც."

ქუთაისის მერიამ ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია წელიწად-ნახევრის წინ, გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაცია ორი წლის წინ, ხოლო რუსთაველის ხიდის რეაბილიტაცია ერთი წლის წინ დააანონსა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს
მერიის
14:24 / 08.04.2020
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს მერიის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი -1 - 6 °C
img
ქუთაისი 4 - 16 °C
img
ბათუმი 7 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020