ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაია მესხიშვილის

თეატრის წინ, ე.წ ბიძინას სათამაშოების დაკიდებისათვის 1000 ლარით დააჯარიმა. სასამართლოს გადაწყვეტილებას წულაიამ დაშინებისა და პოლიტიკური ნების შეზღუდვის მცდელობა უწოდა.

“ხელისუფლება უკვე აგონიაშია და სისულელეებზე სისულელეებს ამატებს. 2011 წლის მაისში ასე დამიჭირეს, როდესაც დავაწერე “მიშა წადი”. ისინი, ვინც ახლა მაჯარიმებენ და მასამართლებენ, მაშინ ჯვარს აცვითო გაკიოდნენ წულაიაზე. მაშინაც დამაჯარიმეს 400 ლარით. ახლაც ვუთხარი მოსამართლეს, რომ ზუსტად ერთ წელიწადში მიშას ხელისუფლება წავიდა. ახლაც პოლიტიკური ნების შეზღუდვისა დაშინების მიზნით მაჯარიმებენ. ზუსტად ერთი წელი დარჩა ამ ხელისუფლებასაც. ამ ხელისუფლებამ დემოკრატიისაკენ ნაბიჯი ვერ გადადგა. მედავებიან სისულელეს, თურმე ბუჩქზე სათამაშოს დაკიდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებაა. ესაა ფარსი და სასამართლო მონების შენობაა. ესენი არიან მონები, რომლებიც ყველანაირ დაკვეთას ასრულებენ,”-ამბობს გოგი წულაია.

წულაია აპირებს, სახალხო დამცველს მიმართოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *