რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ facebook- ის გვერდზე ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას

საქმიანობის შეფასების გამოკიტხვა გამოაქვეყნეს. მათი ინფორმაციით, გასული წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას მუშაობას 2019 წელს დადებითად აფასებს 296 ადამიანი ხოლო უარყოფითად – 267. 

მოძრაობა ,,რუსეთი ოკუპანტიას” წევრი ნიკა დეისაძე ამბობს, რომ გამოკითხვაში მერიის თანამშრომლები აქტიურობენ და შეფასება რეალური არაა.
,,ადგილობრივი თვითმართველობა საკუთარი თანამშრომლების დახმარებით თავს სირაქლემას პოზიციაში იყენებს, რათ საბოლოოდ მათ დააზიანებთ, დააზიანებს ქალაქსაც მაგარამ პირველი ზიანი მათ მიადგებათ. მსგავსი ქმედებით ისინი წინა ხელისუფელბას ბაძავენ და ძალიან ცუდია რომ წინამორბედისგან არანაირი კარგი არ აიღეს მხოლოდ მარაზმში და უარყოფითში ბაძავენ. ჩემ რამოდენიმე ნაცნობს დაუგზავნეს ლინკები სოციალური ქსელის დახმარებით და თხოვეს რომ ხმა მიეცათ გამოკითხვაში, ასევე ვისთანაც ვერ ახერხებდნენ შეხმიანებას სოციაური ქსელის დახმარებით ურეკავდნენ და თხოვდნენ მონაწილეობის მიღებას. გამოკთხვის ლინკზე კარგად ჩანს რომ 90% ვისაც კომენტარი აქ დაფიქსირებული არის საჯარო მოხელე და დასაქმებულია რიან სხვადასხვა აიპებსა და მერიის სამსახურებში.”- ამბობს დეისაძე. 

ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე 2019 წელი თავად მერმა შეაჯამა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 2019 წელი ქალაქისათვის წარმატებული აღმოჩნდა, ხოლო მომავალი 2020 წელი ქუთაისისათვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *