პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე, გოგი წულაია ქუთაისის მერიის

საწვავის ხარჯს აპროტესტებს. წულაია ამბობს, რომ 2019 წლის 11 თვეში მხოლოდ მერიამ 200 000 ლარამდე ღირებულების საწვავი მოიხმარა. გოგი წულაია ქუთაისში, გუგუნავას 12 ა-ში სოციალურად დაუცველების საცხოვრებელთან მივიდა და თქვა, რომ როცა ქალაქში ადამიანებს მსგავს პირობებში ცხოვრება უწევთ, მერიის ხარჯი გაუმართლებელია.

“როდესაც შენს ქალაქში ადამიანები ასეთ პირობებში ცხოვრობენ, შენ კი 200 000 ლარს საწვავში დახარჯავ, ხარ უზნეო და არ ხარ ღირსი იყო რაიმე თანამდებობაზე. გაცილებით მეტია საკრებულოს და ააიპების ხარჯები. დილიდან საღამომდე რომ იტაქსაონ, ქუთაისში ამდენ საწვავს ვერ დახარჯავენ. კაბინეტში საერთოდ არ სხედან? მივმართავ ივანიშვილს გამოიკვლიოს, რამდენიმე ვიცე-მერმა ამდენი საწვავი როგორ დახარჯა,”-განაცხადა გოგი წულაიამ.

“თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე ამბობს, რომ 2020 წლის ბიუჯეტში საწვავზე გაცილებით მეტი თანხებია გაწერილი, რადგან არჩევნები ახლოვდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *