,,ივანიშვილი აგრძელებს ქუთაისის წინააღმდეგ ბრძოლას”.- ასე გამოეხმაურა ,,ნაციონალური მოძრაობის”

წევრი და ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი გიგა შუშანია ინფორმაციას, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი, შესაძლოა, აღარ განთავსდეს. მისი თქმით, ეს არის მისი მორიგი ბრძოლა ყველაფერი იმისი წინააღმდეგ, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა.

,,ივანიშვილი აგრძელებს ქუთაისის წინააღმდეგ ბრძოლას. ახლა შეპირებული პოლიციური ჰაბიც აღარ გახსნეს. შენობა დააკონსერვეს და ყველა ქუთაისელი თანამშრომელი გამოყარეს პარლამენტიდან. ახლა ზეწოლა მიდის მათზე, რომ ხმა არ ამოიღონ და ის მიზერული კომპენსაცია, რომელიც კანონოთ ეკუთვნით, აშინებენ, რომ არ მისცემენ. ეს შენობა ისევე განადგურდება, როგორც ნადგურდება მთავრობის სახლი. ასეულობით მილიონი ლარი არის ინვესტირებული სახელმწიფოს მიერ ამ შენობებში იმისათვის, რომ ქუთაისი გამხდარიყო პოლიტიკური ცენტრი.”- განაცხადა გიგა შუშანიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტის ყოფილი შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ გადაეცემა და ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა. რა დატვირთვას შეიძენს შენობა ჯერჯერობთ უცნობია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *