მას შემდეგ, რაც ქუთაისში მუნიციპალური ავტობუსები შემოვა,

შესაძლოა, სამგზავრო ტარიფი გაძვირდეს. შპს “ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის” დირექტორი, გიორგი გიორგობიანი ამბობს, რომ ახალ ავტობუსებს ბევრად მეტი ხარჯი ექნებათ, რამაც ტარიფის გადახედვა გამოიწვია.

“მონდომებული ვართ, რომ ტარიფი არ შეიცვალოს. ეს არის ჩვენი ამომავალი წერტილი, რომ მოქალაქეებს კომფორტთან ერთად ძველი ტარიფიც ჰქონდეთ. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალი ავტობუსების ხარჯი ბევრად მეტი იქნება, აუცილებელია გადაიხედოს ტარიფი. ვეცდებით რომ ტარიფი არ შეიცვალოს, მაგრამ უნდა დავუშვათ ისიც, რომ როდესაც ავტობუსი იქნება ახალი, იქნება სუფთა, გაგრილება-გათბობის სისტემით ღირებულებაც შესაძლოა გაიზარდოს. სამი თვის შემდეგ შეგვიძლია ამ თემაზე ვისაუბროთ,”-განაცხადა გიორგი გიორგობიანმა.

მუნიციპალური ტრანსპორტის შემოსვლა ქუთაისში მარტის თვიდან იგეგმება. მერიამ უკვე დააფუძნა შპს “ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია”. პირველ ეტაპზე ქალაქში 60 ავტობუსი იმოძრავებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *