ქუთაისის მერიის ახალ სატრანსპორტო კომპანიაში კადრების შერჩევა მიმდინარეობს
ქუთაისის მერიამ მას შემდეგ, რაც ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა გადაწყვიტა, ახალი კომპანია დააფუძნა. შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიას" ამჟამად მხოლოდ ერთი თანამშრომელი, გიორგობიანი ჰყავს, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს.

"დღეის მდგომარეობით მხოლოდ მე ვარ დანიშნული. რამდენიმე დღეში დაინიშნებიან ის ადამიანები, რომლებმაც ჩემთან ერთად კომპანია უნდა ააწყონ, საუბარია 7-8 ადამიანზე. ვცდილობთ, რომ კომპანიას ხარჯები თავიდანვე არ გაეზარდოს. შემდეგ უკვე დავამატებთ საჭირო კადრებსაც,"-განაცხადა გიორგი გიორგობიანმა.

რაც შეეხება მერიის ყოფილ თანამშრომელს, ნუგზარ ხუციბერიძეს, რომელიც სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარების გამო ქალაქის მერმა სამსახურიდან გაათავისუფლა და რომლის დანიშვნასაც ახლადშექმნილ კომპანიაში ვარაუდობენ, გიორგობიანი ამბობს, რომ მისი კანდიდატურა იმ შემთხევაში განიხილება, თუ ის ახალ კომპანიაში დასაქმების სურვილით განცხადებას შეიტანს.

"განცხადებებს ვღებულობთ იმ მოქალაქეებისას, რომელთაც ჩვენთან მუშაობის სურვილი აქვთ. განიხილება ყველა განცხადება, ყველას აქვს უფლება, რომ მონაწილეობა მიიღოს შერჩევაში. თუ ბატონ ნუგზარს მუშაობის სურვილი ექნება, ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ მის კანდიდატურას. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს მისი გადაწყვეტილება და პირადი საქმეა,"-ამბობს გიორგობიანი.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
,, ნაციონალური მოძრაობის'' ქუთაისის მერობის კანდიდატი, გიგა
შუშანია შპს ,,პარკინგსერვისს'' ხალხის ფულის უკანონოდ ხარჯვაში
ადანაშაულებს.
14:18 / 29.09.2020
,, ნაციონალური მოძრაობის'' ქუთაისის მერობის კანდიდატი, გიგა შუშანია შპს ,,პარკინგსერვისს'' ხალხის ფულის უკანონოდ ხარჯვაში ადანაშაულებს.
13:20 / 29.09.2020
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" 2020 წლის
ქუთაისის ახალგაზრდა ,,ლეიბორისტები’’ სწავლის დაწყების
გადავადებას აპროტესტებენ.
11:34 / 29.09.2020

ქუთაისის ახალგაზრდა ,,ლეიბორისტები’’ სწავლის დაწყების გადავადებას აპროტესტებენ.

16:03 / 28.09.2020
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს. პარტიაში
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 12 - 19 °C
img
ქუთაისი 18 - 27 °C
img
ბათუმი 19 - 27 °C
img
სოხუმი 16 - 28 °C
img
ფოთი 18 - 26 °C
img
თელავი 12 - 19 °C
img
მესტია 7 - 18 °C
img
ზუგდიდი 17 - 28 °C
img
ბორჯომი 10 - 22 °C
img
პოლიტიკის სიახლეები
,,იმის ნაცვლად, რომ ,,პარკინგსერვისს'' ქუთაისისთვის 600 ათასი ლარის შემოსავალი მოეტანა, მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს''-გიგა შუშანია
14:18 / 29.09.2020
,, ნაციონალური მოძრაობის'' ქუთაისის მერობის კანდიდატი, გიგა შუშანია შპს ,,პარკინგსერვისს'' ხალხის ფულის უკანონოდ ხარჯვაში ადანაშაულებს.
რა სავარაუდო წინასაარჩევნო დარღვევები მოხვდა იმერეთიდან ISFED-ის IV შუალედურ ანგარიშში
13:20 / 29.09.2020
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" 2020 წლის
,,მთავრობის მორიგი ტყუილია, რომ სწავლა 19 ოქტომბერს დაიწყება''-გაგი ახალაძე
11:34 / 29.09.2020

ქუთაისის ახალგაზრდა ,,ლეიბორისტები’’ სწავლის დაწყების გადავადებას აპროტესტებენ.