Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
ზესტაფონში ქუჩა, რომელსაც ქერქული ნარჩენების მოპოვების გამო საძირკველი არ აქვს, არც წელს რეაბილიტირდება
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ჭანტურიას ქუჩა, რომელიც რამდენჯერმე ჩაინგრა, არც წელს რეაბილიტირდება. ამის მიზეზად თვითმმართველობაში ქუჩის დაზიანებულ საძირკველს ასახელებენ. ზესტაფონის მერის პირველი მოადგილე დავით მაღრაძე ამბობს, რომ ქერქული ნარჩენების უკანონოდ მოპოვების გამო, ჭანტურიას ქუჩას საძირკველი თითქმის არ აქვს. ქუჩაზე სამუშაოების დასაწყებად სახელმწიფომ აუქციონი უნდა გამოაცხადოს, ლიცენზია გაყიდოს და ლიცენზიის მფლობელმა პირმა ქერქული ნარჩენები ამოიღოს.

"წლების განმავლობაში, ჭანტურიას ქუჩის ქვემოთ განთავსებულ ქერქულ ნარჩენებს გარკვეული პირები უკანონოდ მოიპოვებდნენ. ამის გამო ქუჩის საძირკველი დაზიანდა. იქ არის გარკვეული გვირაბები გაყვანილი და ქუჩის საფარის რეაბილიტაციას აზრი არ აქვს. არის მისი საფარის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხები ბიუჯეტში, თუმცა, თუ წინასწარ საძირკველი არ მომზადდა, ზედა საფარის რეაბილიტაციას აზრი ეკარგება. რაც შეეხება საძირკველს, აქ არსებული ქერქული ნარჩენები ეკუთვნის სახელმწიფოს. სახელმწიფომ უნდა გამოაცხადოს აუქციონი, გაყიდოს ლიცენზია, ლიცენზიის მეპატრონემ კი უნდა მოიპოვოს ქერქული ნარჩენები- სრულად ამოიღოს, რომ მოხდეს ამ ქუჩის რეაბილიტაცია. როგორც ჩანს, ასეთი პიროვნება არ არის, თორემ სახელმწიფო აუცილებლად გამოაცხადებდა აუქციონს,"-განაცხადა დავით მაღრაძემ.

როდის დაიწყება სამუშაოები უცნობია. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ სახელმწიფო საკუთრებას თვითმმართველობა ვერ შეეხება და პრობლემის მოგვარების სხვა ბერკეტი არ არსებობს.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს
მერიის
14:24 / 08.04.2020
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს მერიის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 0 - 10 °C
img
ქუთაისი 5 - 18 °C
img
ბათუმი 8 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020