“დღეს “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ გამოავლინა მისი კრიმინალური ბუნება”
საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ კომენტარი გააკეთა. მან ბრიფინგი ქუთაისში გამართა. ვაშაძე ამბობს, რომ ყველა ფაქტი, რომელსაც ხაბეიშვილი აცხადებს, სრული სიმართლეა, ხოლო "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ქუჩური გარჩევების მეთოდს იყენებენ.

"დღეს "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ ამაზრზენად გამოავლინა თავისი კრიმინალური ბუნება. თბილისის საკრებულოს წევრს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული ჯგუფის წევრს, ლევან ხაბეიშვილს ტურებივით დაესხნენ თავს ე.წ ქართული ოცნების ე.წ დეპუტატები. ჯგუფურად გაუსწორდნენ მას, უმოწყალოდ სცემეს და შემდეგ თავხედურად, ძველბიჭურად და ქუჩურად გაუსწორდნენ, რასაც მიჩვეულები არიან. განცხადებებიც გააკეთეს, რომ ხაბებიშვილმა ის მიიღო, რაც ეკუთვნოდა. კიდევ ერთხელ დაინახა ქართულმა საზოგადოებამ, საქართველოს მოქალაქეებმა, იმ სახელმწიოფებმა, რომლებიც ჩვენს მოკავშირეებს წარმოადგენენ, ამ ეგრედ წოდებული ქართული ოცნების ხელისუფლებაში გაჩერება არ შეიძლება. ეს კრიმინალური დაჯგუფება ხასიათდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ამაზრზენი ძალადობის ფაქტებით, რომელსაც ჰქვია კორცხელი, რასაც ჰქვია გია უკლებას სასტიკი ცემა და დღეს თბილისში ლევან ხაბეიშვილის. შეკითხვა ისმება, რატომ დაესხნენ თავს ლევან ხაბეიშვილს, იმიტომ რომ ეს ადამიანი ფაქტებით და ციფრებით ხელში ამხელს იმ ერთ-ერთ მთავარ კორუფციულ ბუდეს, რომლადაც დღეს გადაიქცა თბილისი მერია. არ მოგწონთ ლევან ხაბეიშვილი? არ მოგწონთ ლევან ხაბეიშვილის მოძიებული ციფრები და ფაქტები? მოკიდეთ მის განცხადებებს ხელი და მიბრძანდით სასამართლოში. ისე მაინც მოიქეცით რომ ვიღაცას ეგონოს ოჯახში გაიზარდეთ და ცივილიზებულობის ნატამალი გცხიათ, მით უმეტეს რომ სასამართლო თქვენს ხელშია და კანონის ენით დაელაპარაკეთ და მოსთხოვეთ პასუხები, მაგრამ იცით რომ ყველა ფაქტი, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ასახელებს სრული სიმართლეა,"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის ახალგაზრდა
,,ლეიბორისტები'' ,,მილენიუმის'' სკვერში არსებულ გაუმართავ
ინფრასტრუქტურას აპროტესტებენ.
17:15 / 17.09.2020

ქუთაისის ახალგაზრდა ,,ლეიბორისტები'' ,,მილენიუმის'' სკვერში არსებულ გაუმართავ ინფრასტრუქტურას აპროტესტებენ.

,, გააჩერეთ საათები, ისინი მე წუთებს მითვლიან’’
17:11 / 16.09.2020

,, გააჩერეთ საათები, ისინი მე წუთებს მითვლიან’’

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 25 °C
img
ქუთაისი 14 - 26 °C
img
ბათუმი 18 - 24 °C
img
სოხუმი 14 - 24 °C
img
ფოთი 17 - 24 °C
img
თელავი 14 - 23 °C
img
მესტია 4 - 17 °C
img
ზუგდიდი 12 - 26 °C
img
ბორჯომი 8 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"თავისუფალი საქართველო" ქუთაისის მერობის კანდიდატად გაგა გოგრიჭიანს წარადგენს
პარტია "თავისუფალი საქართველო" ქუთაისის მერობის კანდიდატად
14:32 / 25.08.2020
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რამდენიმე მიმართულებით ვაკანსიებს აცხადებს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ვაკანსიებს აცხადებს. უნივერსიტეტი კადრების
11:29 / 25.08.2020
პოლიტიკის სიახლეები
,,სკვერში დაზიანებულია სკამები, გაჩერებულია საათი, ასევე გახეთქილია მილი''-გაგი ახალაძე
17:15 / 17.09.2020

ქუთაისის ახალგაზრდა ,,ლეიბორისტები'' ,,მილენიუმის'' სკვერში არსებულ გაუმართავ ინფრასტრუქტურას აპროტესტებენ.