“მიმდინარეობს გამოძიება, ჯერ-ჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია,”-განაცხადა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ გოქსაძემ მუნიციპალიტეტში გუშინ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. 

ბაღდათის მერის ინფორმაციით, დაღუპული ბავშვები გორგოძეები იყვნენ, ხოლო დედა გველესიანი. მისივე განმარტებით, ოჯახი კერძო სახლში, რომელიც წლების განმავლობაში მიტოვებული იყო, თვითნებურად იყო შესული. 

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ოჯახს სოციალური დახმარება მოხსნილი ჰქონდა, ბაღდათის მერი უარყოფს. მისი თქმით, დახმარება გადამოწმების მიზნით დროებით იყო შეჩერებული და თანხა, რომელიც მოკვლევის დროს ვერ მიიღეს, ოჯახს მთლიანად ჩაერიცხა.  

ბაღდათის მერი ამბობს, რომ ოჯახს მერიისაგან ყველა ტიპის დახმარება მიღებული აქვს. მუნიციპალიტეტმა ოჯახს სახლი გამოუყო და ახალი კოტეჯიც აუშენა. მისივე თქმით, ოჯახი თვეში 1330-ლარიან დახმარებას იღებდა. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოთი სარგებლობდა. 

სახლში, რომელშიც ტრაგედია მოხდა, არ იყო არც ბუნებრივი აირი და არც ელექტროენერგია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *