“ამ ოჯახს გამოყოფილი ჰქონდა ფართი, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ.

ჩვენი ინფორმაციით, მისული იყვნენ დედასთან რამდენიმე დღით,”-ამბობს ბაღდათში გუშინ მომხდარ ტრაგედიაზე იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე.

მერის წარმომადგენელი ბესარიონ რობაქიძე აცხადებს, რომ ოჯახს საკუთარი სახლი ჰქონდა, თუმცა, ბავშვებს ბიძა გარდაეცვალათ და რამდენიმე დღით იმ სახლში გადავიდნენ, სადაც ტრაგედია მოხდა.

“ბავშვებს ბიძა გარდაეცვალათ. ბავშვებმა თქვეს, რომ სახლში ეშინოდათ. დედამ და ბებიამ გადმოიყვანეს ამ სახლში. მამა სახლში არ იყო და ბებია ამბობს, რომ პურზე იყო გასული. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ბუხარი სახელდება,”-ამბობს ბესარიონ რობაქიძე.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. დაიღუპა 2 ქალი და 4 არასრულწლოვანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *