3 თებერვალს, საპროტესტო აქციის დროს

ქუთაისის მერიის წინ წარწერების გაკეთებისთვის მოძრაობა “შეცვალეს” წევრი 500 ლარით დააჯარიმეს. მიხეილ გეგეშიძეს ჯარიმა ქუთაისის მერიამ გამოუწერა. მოძრაობის წევრების განცხადებით, ჯარიმის დაკისრება ახალგაზრდების დაშინების მცდელობაა.

“3 თებერვალს ახალგაზრდებმა გავაკეთეთ აქცია და ქალაქის მერსა და გუბერნატორს არსებული უსამართლობისა და შერჩევითი სამართალის დაგმობა მოვთხოვეთ. ასევე, მოვითხოვეთ განემარტათ, რა გეგმები აქვთ ქუთაისთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის გამო 500 ლარით დამაჯარიმეს,”-ამბობს მიხეილ გეგეშიძე.

“შეცვალეს” წევრები ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *