პოლიტიკა
"უპირატეს მდგომარეობაში ვერავის ჩავაყენებთ"-დევნილთა სააგენტო "გეოლოგში" მცხოვრებ ოჯახებზე
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის ტერიტორიული სამმართველოს დირექტორი, დავით ჭეიშვილი აცხადებს, რომ წყალტუბოში სანატორიუმ "გეოლოგში" მცხოვრები დევნილების მოთხოვნა შენობიდან მასობრივად გაყვანის შესახებ ვერ დაკმაყოფილდება. ჭეიშვილი ამბობს, რომ წყალტუბოში ბინები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადანაწილდება და დევნილებმა განაცხადები უნდა შეავსონ.

"რეალობა ყოველ კვარტალში იცვლება, ამიტომ იმ დევნილების საყოფაცხოვრებო პირობებიც გასათვალისწინებელია, რომელთაც თავშესაფარი საერთოდ არ აქვთ. განაცხადების საფუძველზე მოხდება იმ დევნილების დაკმაყოფილება, ვინც შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. შეცვლილი რეალობიდან გამომდინარე, უპირატეს მდგომარეობაში ვერავის ჩავაყენებთ. უპირობოდ, ყოველგვარი კრიტერიუმის გარეშე, ბინების გაცემა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება. წყალტუბოში მცხოვრებ დევნილებს თავიანთი საცხოვრებლის დასკვნების შესაბამისად მიენიჭებათ დამატებითი ქულები, რაც გაზრდის ალბათობას, რომ გაიცეს მათზე ბინები,"-ამბობს ჭეიშვილი.

წყალტუბოში, სანატორიუმ "გეოლოგში" მცხოვრები დევნილები მასობრივ გაყვანას ითხოვენ. მათ დღეს აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ სანატორიუმი ნგრევის პირასაა, თუმცა, მთავრობა მათ გადაყვანაზე არ ფიქრობს. დევნილების განცხადებით, წყალტუბოში, დასრულებულ ორ კორპუსში ისინი განაცხადების შევსების გარეშე უნდა გადაიყვანონ.

დასრულებულ კორპუსებში ბინა 140 ოჯახზე იქნება გათვალისწინებული.

ფოტო: რადიო "ძველი ქალაქი"


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ხარაგაულში ორი სოფლის გაზიფიცირების
10:26 / 23.02.2020
ხარაგაულში ორი სოფლის გაზიფიცირების
ხარაგაულში ორი სოფლის გაზიფიცირების
10:26 / 23.02.2020
ხარაგაულში ორი სოფლის გაზიფიცირების
ხარაგაულში ორი სოფლის გაზიფიცირების
10:26 / 23.02.2020
ხარაგაულში ორი სოფლის გაზიფიცირების
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 4 - 14 °C
img
ქუთაისი 6 - 17 °C
img
ბათუმი 6 - 15 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
7 წლის ბაღდათელმა მოჭადრაკემ ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიგო
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ბაღდათელმა
13:06 / 12.02.2020
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მიხეილ გიორგაძე, საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა.
14:38 / 17.02.2020
ხანის ყველი, სულგუნი და სხვადასხვა ნაწარმი პრაღის ტურისტულ გამოფნაზე წარადგინეს
პრაღაში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაში ბაღდათელმა მეწარმეებმა მონაწილეობა
14:55 / 17.02.2020
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, ახალი სკვერის მოწყობა სრულდება
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე
11:46 / 29.01.2020