მოძრაობა “შეცვალეს” წევრის სასამართლო პროცესი, რომელსაც

ქუთაისის მერია 500 ლარით აჯარიმებს, 13 თებერვალს გაიმართება. ქუთაისის მერია მიხეილ გეგეშიძეს ჯარიმას მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ საპროტესტო აქციის დროს წარწერების გაკეთებისათვის აკისრებს.

“3 თებერვალს ახალგაზრდებმა გავაკეთეთ აქცია და ქალაქის მერსა და გუბერნატორს არსებული უსამართლობისა და შერჩევითი სამართალის დაგმობა მოვთხოვეთ. ასევე, მოვითხოვეთ განემარტათ, რა გეგმები აქვთ ქუთაისთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის გამო 500 ლარით დამაჯარიმეს. ეს არის ახალგაზრდების დაშინების მცდელობა,”-ამბობს მიხეილ გეგეშიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *