Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
რიკოთის ავტომაგისტრალზე მშენებელ კომპანიას, რომლის ობიექტზე 3 მუშა დაშავდა, გაფრთხილება მიეცა
უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებელ კომპანიას გაფრთხილება მიეცა. კომპანიას გაფრთხილება უბისის მონაკვეთზე სამშენებლო ობიექტის ჩამოშლის შედეგად 3 მუშის დაშავების გამო გამოუცხადეს. ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, რიკოთის საუღელტეხილო გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებელი და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

“შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით, დეპარატმენტის მხრიდან მკაცრად გავაფრთხილეთ კომპანიის წარმომადგენლები. ამასთანავე, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია უკვე ატარებს მოკვლევას და ხარვეზების დადგენის შემთხვევაში უმკაცრესად დაისჯება ყველა პასუხისმგებელი პირი. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მონიტორინგს, რათა ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ყველა დარღვევა მყისიერად აღმოიფხვრას," -განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

რაც შეეხება რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს, სამშენებლო პროცესი არ შეფერხებულა.

შემთხვევა დროებით ნაგებობაზე მოხდა. დაშავებულებს ადგილზე ჩაუტარდათ პირველადი დახმარება, საქართველოს მოქალაქე კი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც აგრძელებს მკურნალობას. მისი მდგომარეობა სტაბილურია. მიმდინარეობს მომხდარის მიზეზების დადგენა.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს
მერიის
14:24 / 08.04.2020
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს მერიის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი -1 - 6 °C
img
ქუთაისი 4 - 16 °C
img
ბათუმი 7 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020