Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
დაბზარული სახლები და თხრილები ეზოებში-სოფელი შუქრუთი საფრთხის წინაშე
"ეს არის ის "კეთილდღეობა", რომელიც "ჯორჯიან მანგანეზმა" შუქრუთს მოუტანა,"-ამბობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელში მცხოვრები გიორგი ოსეფაშვილი, რომელიც მეზობლის ეზოში იმ თხრილებს გვაჩვენებს, რომლებიც მადნის მოპოვების შემდეგ გაჩნდა. ამ ეზოში გაფრინდაშვილების ოჯახის წევრები თავისუფლად ვერ გამოდიან. მას შემდეგ, რაც მსხვილფეხა პირუტყვი თხრილში ჩავარდა, ოჯახი სიფრთხილეს იჩენს. ახლა თხრილი, რომელსაც თოვლის სქელი ფენა ადევს, რკინისა და თუნუქის ფურცლებითაა დაფარული.





სოფელში სულ 280-მდე ოჯახი ცხოვრობს. შუქრუთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მსგავსი მდგომარეობაა სოფელში არსებულ თითქმის ყველა სახლში. ადგილობრივები ყვებიან, რომ პროცესები ბოლო 3-4 წლის განმავლობაში გააქტიურდა.

"საფრთხის წინაშე ყოველ დღე ვდგავართ. არც ერთი სახლი არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ იმის იმედი ქონდეთ, რომ ხვალ ან ზეგ არ ჩავარდება. სახლები შუაზეა გადახლეჩილი. იქედან გამომდინარე, რომ მიწა ცოცავს და ეს სახლებიც თან მიყვება,"-ამბობენ ადგილობრივები.



ნეფარიძეების ოჯახის ქონება, როგორც თავად ამბობენ, "ჯორჯიან მანგანეზმა" 32 000 ლარად შეაფასა. ოჯახის საკუთრება ერთსართულიან საცხოვრებელ სახლს, ხეხილიან ეზოსა და მსხვილფეხა პირუტყვის სადგომს მოიცავს. სახლის კედლები დაბზარულია, ეზოში ნაპრალებია გაჩენილი, ერთ-ერთი ხე კი გაიხლიჩა და ნაწილები ერთმანეთს 12 მეტრით დაშორდა. ამ სახლში მცხოვრებმა ოჯახმა არ იცის, როგორ უნდა ითამაშონ ეზოში ბავშვებმა.

"ეზო ისეა დახსნილი, რომ წელს ბავშვებმა შეიძლება ვერც ითამაშონ. ეს უფსკრულები ახლა გაჩნდა. ეს პროცესები ბოლო 3-4 წელია გააქტიურდა. კომუნისტებმა დააკონსერვეს მაღაროები, რომ სოფელი მთლიანად არ დაენგრიათ. მეხუთე წელია, რაც სამუშაოები განახლდა. რომ მოვიდნენ მითხრეს, აქ როგორ ცხოვრობო, მაგრამ სხვაგან წასასვლელი არ მაქვს,"-ამბობს მაყვალა ნეფარიძე.





სოფელში მიცვალებულთა საფლავებიც დაზიანდა. დაბზარულია ახლადაშენებული ეკლესიის კედლები და იატაკი.





"ყურადღებას არავინ გვაქცევს. ძალიან ცუდ დღეში ვართ. მთელი სოფელი დაიცალა, ახალგაზრდები წავიდნენ. მოხუცები დავრჩით და ჩვენც მიწაში ჩავცვივდებით. ეკლესია ახლადაშენებულია, უკვე ბზარები აქვს. საფლავებიც ჩავარდა და მოიშალა,"-ამბობს ნანული გაფრინდაშვილი.

მოსახლეობამ შუქრუთის 12 მაღაროს პარალიზება მეორეჯერ მოახდინა. ისინი კომპენსაციასა და იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, რომელიც მათ კომპანიის მუშაობის შედეგად მიადგათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაპირებების შესრულების ნაცვლად, კომპანია მათ სასამართლოში უჩივის და ყოველ პარალიზებულ დღეზე ნახევარ მილიონ ლარს ედავება.

"კომპანიასთან მოლაპარაკებაა სექტემბრის თვიდან ვაწარმოებთ. იმის ნაცვლად, რომ "ჯორჯიან მანგანეზს" დანაპირები შეესრულებინა, გვიჩივლა და ჯარიმას გვაკისრებს,"-ამბობს გიორგი მეფარიძე.

"ჯორჯიან მანგანეზში" ირწმუნებიან, რომ წლებია სოფელ შუქთუთის ტერიტორიაზე სამუშაოები აღარ მიმდინარეობს, რისიც ადგილობრივებს არ სჯერათ. მათივე თქმით, აფეთქებების ხმა ყოველ დღე ისმის. კომპანიაში განმარტავენ, რომ სოფლებში სახლების დაზიანება საბჭოთა პერიოდში მადნის მოპოვებამ და მიწისძვრამ გამოიწვია, თუმცა, მოსახლეობამ მაშინ კომპენსაცია მიიღო. "ჯორჯიან მანგანეზში" აცხადებენ, რომ კომპანიამ ადგილობრივების პრობლემები გაითვალისწინა და არსებული პრობლემების შეფასება კერძო აუდიტორულ კომპანიებს დაევალა, რომლებიც მოსახლეობამ თავად შეარჩია. "მანგანეზში" ამბობენ, რომ შეუთანხმებლობის გამო, მოსახლეობამ კომპანიებთან ურთიერთობა შეწყვიტა.

"ჯორჯიან მანგანეზი" მოსახლეობას მოლაპარაკებების პროცესის განახლებისაკენ მოუწოდებს და ითხოვს, რომ მათ მოსახლეობამ სამუშაო პროცესის განახლების საშუალება მისცეს. კომპანიაში განმარტავენ, რომ შეჩერებული სამუშაო პროცესი კომპანიასაც და დასაქმებულებს აზარალებს. ადგილობრივები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ აქციები გაგრძელდება, სანამ მათს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ და კომპენსაციას არ მიიღებენ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ბონდო სოფრომაძე თერჯოლის  მერი აღარ იქნება. როგორც რადიო
,,ძველ ქალაქს
17:25 / 01.04.2020
ბონდო სოფრომაძე თერჯოლის  მერი აღარ იქნება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს" იმერეთის
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის
14:07 / 29.03.2020
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები პირბადეებს და სადეზინფექციო საშუალებებს
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 4 - 13 °C
img
ქუთაისი 6 - 12 °C
img
ბათუმი 8 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020