“არ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ კომპანიამ მსგავს შეფერხებებს დიდხანს გაუძლოს,”-ამის შესახებ

“ჯორჯიან მანგანეზის” საოპერაციო დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა. ლომინაძის განმარტებით, ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მოსახლეობის მიერ მაღაროების პარალიზება და სამუშაო პროცესების შეჩერება, პრობლემების არსებობას გამოიწვევს ჭიათურაში, ზესტაფონსა და ვარციხე ჰესშიც.

“გადაკეტილი გზები, შეჩერებული სამუშაო პროცესი, ხალხი ქუჩაში-ეს მძიმე სიტუაციაა და მყისიერ რეაგირებას საჭიროებს. ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში სამუშაო პროცესი პარალიზებულია. 70%-მდე მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია. ვცდილობთ, შევარბილოთ ეფექტი, რაც მომხდარმა მოსახლეობაზე შეიძლება მოახდინოს. იმედს ვიტოვებ, რომ სიტუაცია გამოსწორდება,”-ამბობს გიორგი ლომინაძე.

კომპანიის განმარტებით, “ჯორჯიან მანგანეზი” უშუალოდ ჭიათურაში 3.8 ათას ადგილობრივს ასაქმებს, ხოლო კონტრაქტორ კომპანიებში დამატებით 1.8 ათასი ადამიანია დასაქმებული და ცხადია, კომპანიის გაჩერება მათ ოჯახებს ფინანსური დარტყმის ქვეშ მოაქცევს.

რამდენიმე დღეა, შუქრუთის მოსახლეობამ სექტემბერში დაწყებული საპროტესტო აქციები განაახლა. კომპანიას ადგილზე სამუშაოების გაგრძელების უფლებას არ აძლევს. ისინი მიყენებული ზარალის კომპენსაციას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ ცხოვრება უწევთ. 

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *