“შენობის ინვენტარიზაცია დასრულებულია და დაწყებულია აქტივის შეფასება”
ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნულ სააგენტოში
აცხადებენ, რომ ქუთაისის ყოფილი პარლამენტის შენობის ინვენტარიზაცია
დასრულებულია. მათი განმარტებით, დაწყებულია აქტივის შეფასება და
კვლევა საინვესტიციო შეთავაზების მომზადების მიზნით.
"მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ
ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის პრივატიზების მოსამზადებელი
სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე შენობის ინვენტარიზაცია
დასრულებულია. დაწყებულია აქტივის შეფასება და ასევე კვლევა
საინვესტიციო შეთავაზების მომზადების მიზნით,"-განუცხადეს რადიო "ძველ
ქალაქს".
გიორგი გახარიამ დღეს დაადასტურა, რომ ქუთაისის პარლამენტის ყოფილი
შენობა იყიდება. მისი განცხადებით, ქუთაისი საგანმანათლებლო ცენტრად
უნდა იქცეს.
მასალის გამოყენების პირობები