Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
“ჯორჯიან მანგანეზის” შეთავაზებები შუქრუთის მოსახლეობას
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობასა და "ჯორჯიან მანგანეზს" შორის შეხვედრა ჭიათურის მერის გივი მოდებაძის შუამდგომლობით 23 თებერვალს შედგა. მოლაპარაკებები "ჯორჯიან მანგანეზის" საოპერაციო დირექტორ მერაბ ლომინაძესა და სოფელ შუქრუთის წარმომადგენლებს შორის გაიმართა. "ჯორჯიან მანგანეზში" აცხადებენ, რომ კომპანიამ მოსახლეობას კონკრეტული შეთავაზება გააცნო და იმედს გამოთქვამს, რომ მხარეებს შორის პოზიციების შეჯერება უმოკლეს პერიოდში მოხდება. კომპანია მოსახლეობას შემდეგ პირობებს სთავაზობს:

1. მხარეები აღიარებენ ჩამოქცევის ზონების, როგორც მოცემულობის არსებობას;

2. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ ქონებისადმი მიყენებული ზიანი, რომელიც არსებულ ჩამოქცევის ზონებში ექცევა, სადაც კომპანია მოპოვებით სამუშაოებს ახორციელებს ან სამომავლოდ განახორციელებს;

3. კომპანია განსაზღვრავს მოპოვებითი სამუშაოების ტერიტორიასა და გეგმა-გრაფიკს;

4. ქონება შეფასდება მაღალი რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ, ჩანაცვლების მეთოდის გამოყენებით;

5. მოსახლეობასთან ზიანის ანაზღაურების საკითხზე გაფორმდება ინდივიდუალური შეთანხმებები.

"ჯორჯიან მანგანეზი" მიიჩნევს, რომ პრობლემის გადაჭრის გზა დიალოგია და მზად არის, სოფელ შუქრუთის მოსახლეობას ხელშეკრულებების პირობები ინდივიდუალურად გააცნოს და ის უმოკლეს ვადებში გააფორმოს. იმ შემთხვევაში, თუ საპროტესტო აქციები, ასევე საწარმოო პროცესის შეფერხება გაგრძელდება და "ჯორჯიან მანგანეზის" ოპერირება შეწყდება, ეს უდიდესი დარტყმა იქნება როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისე რეგიონისთვის და კომპანიაში დასაქმებულთათვის,"-აცხადებენ კომპანიაში.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს
მერიის
14:24 / 08.04.2020
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს მერიის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი -1 - 6 °C
img
ქუთაისი 4 - 16 °C
img
ბათუმი 7 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020