Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს ბიუჯეტის რესურსის გამოყენებაზე უარის თქმისაკენ მოუწოდებენ
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა მარეხი ნიჟარაძემ საკრებულოს სხდომებზე ოპოზიციის ბოიკოტი გააპროტესტა. დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბიუჯეტიდან მიღებულ სარგებელზე უარი უნდა თქვან. მისივე განმარტებით, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით და საკრებულოზე არ დასწრებით ისინი ამომრჩევლებს პატივს არ სცემენ.

"როდესაც ბიუჯეტიდან იღებ საწვავის, სალაპარაკოს ფულს ეს იმისთვისაა, რომ სამსახურში იარო და შენი მოვალეობა შეასრულო. ბოიკოტი არ არის გამოსავალი, პირიქით, ისინი საკრებულოს საქმიანობაში უნდა ჩაერთონ. ეს არის ამომრჩევლის აბუჩად აგდება, რომელთა წყალობითაც შემოვიდნენ საკრებულოში. მე მათ ადგილზე, თუ საკრებულოს ბოიკოტს ვუცხადებ, აუცილებლად უარს ვიტყოდი ხელფასზე, საწვავსა და სალაპარაკოზეც. სამსახურეობრივი მოვალეობა საკრებულოს საქმიანობაში ჩართულობაა და არა დესტაბილიზაციისათვის ქუჩაში დგომა,"-ამბობს მარეხი ნიჟარაძე.

მარეხი ნიჟარაძის ინიციატივას სხდომაზევე მხარი ნანა კოსტავამ დაუჭირა. ნანა კოსტავას განცხადებით, ოპოზიციონერ დეპუტატებს მონაწილეობა არც 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაში მიუღიათ. მისივე თქმით, დეპუტატებს გაფრთხილება ან შენიშვნა უნდა მიეცეთ.

ოპოზიციამ საკრებულოს ბოიკოტი ივნისის თვეში გამოუცხადა. რამდენიმე თვიანი ბოიკოტის შემდეგ, ოქტომბერში, საკრებულოზე ოპოზიციონერი დეპუტატები დაბრუნდნენ, თუმცა, პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომებზე დასწრებაზე კვლავ უარი განაცხადეს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის
14:07 / 29.03.2020
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები პირბადეებს და სადეზინფექციო საშუალებებს
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 6 - 13 °C
img
ქუთაისი 8 - 11 °C
img
ბათუმი 9 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020