ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია

საჯარო და სამოქალაქო სექტორის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად დიალოგის ფორმატის შექმნაზე საუბრობს. აღნიშნული ფორმატის ფარგლებში საზოგადოების, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები და ქალაქში არსებული მიმდინარე პროცესები. 

,,საკრებულოს როგორც ინსტიტუციის, საზოგადოებასთან და მათ შორის მედიასთან არასამთავრობო სექტორთან, თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით, გამოვდივარ ინიციატივით, რომ შეიქმნას დიალოგის ფორმატი, რომელიც გააძლიერებს ურთერთკავშირს საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის, აღნიშნული შეეხება როგორც საკრებულოს სხდომების ფარგლებში განსახილველ საკითხებს, ასევე მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებს. მოხარული ვიქნები, თუკი შევძლებთ ამ ფორმატის წარმატებულ იმპლემენტაციას!”- განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *