Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
შუქრუთში არსებულ მდგომარეობას სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში არსებულ მდგომარეობას სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს. ​შუქრუთის მოსახლეობას 2020 წლის 17 თებერვლიდან პროტესტის ნიშნად ბლოკირებული აქვს შუქრუთის მაღარო. მოსახლეობა აცხადებს, რომ შპს "ჯორჯიან მანგანეზის" მადნის მოპოვებითი 24 საათიანი საქმიანობა საგრძნობ ზიანს აყენებს გარემოს და მათს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლებს, დამხმარე ნაგებობებს.

"სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი, ზიანის გამომწვევი მიზეზების დადგენისა და კომპანიასთან შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების წარმართვის მიზნით. ასევე, მოუწოდებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს უშუამდგომლოს შუქრუთის მოსახლეობას და პირადად ჩაერთოს კომპანიასთან მოლაპარაკებებში, რათა დაცული იყო მათი როგორც საკუთრების ასევე, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება,"-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სოფელში, სადაც 280 ოჯახი ცხოვრობს, თითქმის ყველა საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია. დაბზარულია საძირკველი, კედლები, იატაკი. რამდენიმე სახლი სრულად დაინგრა. ალაგ-ალაგ ჩავარდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, საფრთხე შეექმნა საფლავებსაც. გარდა ამისა, მოსახლეობა მიუთითებს, რომ კომპანიის საქმიანობის შედეგად დაბინძურდა გარემო, გაიჩეხა ტყის მასივის გარკვეული ნაწილი, დაშრა ბუნებრივი წყაროს წყლები და ჭები, ნიადაგი მოუსავლიანი გახდა, გახმა ვაზი და სხვა მრავალწლოვანი ნარგავები.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს
მერიის
14:24 / 08.04.2020
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს მერიის
სამართალდამცველებმა, მონიტორინგის
14:27 / 05.04.2020
სამართალდამცველებმა, მონიტორინგის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი -1 - 6 °C
img
ქუთაისი 4 - 16 °C
img
ბათუმი 7 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020