Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
,,ანტისანიტარიის ბუდე არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი"- მერიას დეზინფექციისათვის თანხის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფისკენ მოუწოდებენ
,,ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატი გიგა შუშანია კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ანტისანიტარიის ბუდეა. რეკომენდაციების მიხედვით, კი მძღოლებმა და კომპანიებმა დეზინფექცია თავად უნდა ჩაატარონ. საკრებულოს დეპუტატი სადეზინფექციო სამუშაოებისთვის თანხის გამოყოფას სარეზერვო ფონდიდან ითხოვს. 

,,მთავარი ის არის, რომ ანტისანიტარიის ბუდე არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მხოლოდ სიტყვიერად გააკეთეს რეკომენდაცია, რომ ძღოლებმა და გადამზიდავებმა თავად უნდა უზრუნველყონ დეზინფექციის ჩატარება. ამას მძღოლები და გადამზიდავები თვითონ ვერ გააკეთებენ. სარეზერვო ფონდი არის ამისთვის და თვითონ გამოყონ თანხა და თვითონ უზრუნველყონ კონტროლი." - განაცხადა გიგა შუშანიამ. 

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია დეზინფექცია იმ სატრანსპორტო საშუალებებსაც ჩაუტარდეს, რომლებსაც მგზავრები ქუთაისის აეროპორტიდან გადაჰყავთ.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სარეკომენდაციო შეხვედრები ეწყობა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. იმის გამო, რომ ქალაქში ჯერ არ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, კერძო სატრანსპორტო კომპანიებს შეხვდნენ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, მერის მოადგილეები, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ქუთაისის დეზინფექციისა და სპეციალური ეპიდზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის
14:07 / 29.03.2020
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები პირბადეებს და სადეზინფექციო საშუალებებს
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 6 - 13 °C
img
ქუთაისი 8 - 11 °C
img
ბათუმი 9 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020