იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ 2018-2019 წლებში 54,545

ლიტრი საწვავი მოიხმარა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით, იმერეთის გუბერნიამ 2018 წელს 26 ათას 877 ლიტრი საწვავი მოიხმარა რაშიც 68 ათას 587 ლარი დახარჯა. 2019 წელს კი 27 ათას 668 ლიტრ საწვავში 72 ათას 794 ლარი გადაიხადა. 

2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებმა 505,076 ლიტრი საწვავი (505 ტონა) გახარჯეს (2018 წელს – 240,454 ლიტრი, 2019 წელს კი – 264,622 ლიტრი).

გახაჯრული საწვავის ჯამურმა ღირებულებამ 1,109,683 ლარი შეადგინა (2018 წელს – 526,014 ლარი, 2019 წელს კი – 583,669 ლარი).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *