Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
საქართველოს საზღვრის კვეთისას შეზღუდვები დაწესდა
საქართველოს საზღვრის კვეთისას გარკვეული შეზღუდვები დაწესდა როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ახალი გადაწყვეტილებები საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე მიიღეს. 

"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა.

საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა;

ან საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში - სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ,"-ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტია, ხოლო ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 162 ადამიანი.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვანის მუნიციპალიტეტის გასასვლელებში
15:29 / 08.04.2020
ვანის მუნიციპალიტეტის გასასვლელებში
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 0 - 10 °C
img
ქუთაისი 5 - 18 °C
img
ბათუმი 8 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020