Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
ქუთაისის მერია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის
ქუთაისის მერია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს" აცნობეს, სრულ დისტანციურ მუშაობაზე გადადიან ის სამსახურები, რომლებსაც არ უწევთ მოქალაქეებთან უშუალო შეხვედრები. ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების, სოციალურ საკითხთა, ზედამხედველობის , ინფრასტრუქტურის და ადმინისტრაციული სამსახურები

,,"საქართველოს მთავრობას და ყველა სახელმწიფო უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში გადაყვანილი, ასეთივე რეკომენდაცია ეძლევა ყველა კერძო სტრუქტურას"- განაცხადა დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. რეკომენდაციის შესაბამისად, ქუთაისის მერიაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება მუშაობის დისტანციური რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით. სრულ დისტანციურ მუშაობაზე გადადიან ის სამსახურები, რომლებსაც არ უწევთ მოქალაქეებთან უშუალო შეხვედრები. ამ რეჟიმით იმუშავებს აუდიტის, არქიტექტურის, საფინანსო , ეკონომიკის და სამხედრო სამსახურები.
ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების, სოციალურ საკითხთა, ზედამხედველობის , ინფრასტრუქტურის და ადმინისტრაციული სამსახურები, რომელთა თანამშრომლები მორიგეობით შეასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს, რათა ხელი არ შეეშალოს მთავრობისა და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას."- ნათქვამია განცხადებაში.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
12:59 / 09.04.2020
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
12:59 / 09.04.2020
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
12:59 / 09.04.2020
ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 0 - 10 °C
img
ქუთაისი 5 - 18 °C
img
ბათუმი 8 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020