ქუთაისის მერია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” აცნობეს,

სრულ დისტანციურ მუშაობაზე გადადიან ის სამსახურები, რომლებსაც არ უწევთ მოქალაქეებთან უშუალო შეხვედრები. ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების, სოციალურ საკითხთა, ზედამხედველობის , ინფრასტრუქტურის და ადმინისტრაციული სამსახურები

,,”საქართველოს მთავრობას და ყველა სახელმწიფო უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში გადაყვანილი, ასეთივე რეკომენდაცია ეძლევა ყველა კერძო სტრუქტურას”- განაცხადა დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. რეკომენდაციის შესაბამისად, ქუთაისის მერიაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება მუშაობის დისტანციური რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით. სრულ დისტანციურ მუშაობაზე გადადიან ის სამსახურები, რომლებსაც არ უწევთ მოქალაქეებთან უშუალო შეხვედრები. ამ რეჟიმით იმუშავებს აუდიტის, არქიტექტურის, საფინანსო , ეკონომიკის და სამხედრო სამსახურები.
ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების, სოციალურ საკითხთა, ზედამხედველობის , ინფრასტრუქტურის და ადმინისტრაციული სამსახურები, რომელთა თანამშრომლები მორიგეობით შეასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს, რათა ხელი არ შეეშალოს მთავრობისა და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას.”- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *