Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
კორონავირუსის გამო, ქუთაისის საკრებულო და საკრებულოს აპარატი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს" აცნობეს, 13 მარტიდან ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, გარდა სამდივნო სამსახურისა და აპარატის ხელმძღვანელებისა, გადავლენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.

,,მოქალაქეებს მოვუწოდებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კომუნიკაციის და განცხადებების რეგისტრაციისთვის, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, ისაგლებლონ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდის ელექტრონული კომუნიკაციის სერვისებით ან მიმართონ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმის წარმოებისა და მოქალაქეთა მიღების განყოფილებას ელექტრონული ფოსტის და სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებებით.

http://kutaisi.gov.ge/ge/contact  ელ.ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it , T:0431 0246557

საგანგებო რეჟიმის პირობებში ინფორმაცია მუდმივად განახლდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს წევრების Fაცებოოკ გვერდებზე, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ ნებისმიერი კითხვით და განცხადებით.

COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაიცვან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები, მათ შორის მოერიდონ დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებს.

ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან ჩამომსვლელ პირებს ვთხოვთ დაიცვან 14 დღიანი საკარანტინო რეჟიმი, აგრეთვე საქართველოს მოქლაქეებს მოვუწოდებთ რამდენიმე თვით თავი შევიკავოთ უცხო ქვეყნებში მოგზაურობისგან."- წერია განცხადებაში.

მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა ქუთაისის მერიაც.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს
მერიის
14:24 / 08.04.2020
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს მერიის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი -1 - 6 °C
img
ქუთაისი 4 - 16 °C
img
ბათუმი 7 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020