კორონავირუსის გამო, ქუთაისის საკრებულო და საკრებულოს აპარატი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის.

როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” აცნობეს, 13 მარტიდან ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, გარდა სამდივნო სამსახურისა და აპარატის ხელმძღვანელებისა, გადავლენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.

,,მოქალაქეებს მოვუწოდებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კომუნიკაციის და განცხადებების რეგისტრაციისთვის, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, ისაგლებლონ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდის ელექტრონული კომუნიკაციის სერვისებით ან მიმართონ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმის წარმოებისა და მოქალაქეთა მიღების განყოფილებას ელექტრონული ფოსტის და სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებებით.

http://kutaisi.gov.ge/ge/contact  ელ.ფოსტა: sakrebulo@kutaisi.gov.ge, T:0431 0246557

საგანგებო რეჟიმის პირობებში ინფორმაცია მუდმივად განახლდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს წევრების Fაცებოოკ გვერდებზე, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ ნებისმიერი კითხვით და განცხადებით.

COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაიცვან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები, მათ შორის მოერიდონ დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებს.

ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან ჩამომსვლელ პირებს ვთხოვთ დაიცვან 14 დღიანი საკარანტინო რეჟიმი, აგრეთვე საქართველოს მოქლაქეებს მოვუწოდებთ რამდენიმე თვით თავი შევიკავოთ უცხო ქვეყნებში მოგზაურობისგან.”- წერია განცხადებაში.

მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა ქუთაისის მერიაც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *