Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქში ამ გადასასვლელის ფუნქციური დატვირთვა იყო"
ქუთაისში, ჭავჭავაძისა და ნიკეას ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელს დაინტერესებული პირი-დიმიტრი ალავიძე მოაწესრიგებს. მას მიწისქვეშა გადასასვლელი პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით) იჯარის ფორმით 5 წლის ვადით გადაეცემა. საკითხს მხარი დეპუტატებმა ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაუჭირეს.

მიწისქვეშა გადასასვლელში მოეწყობა "ანდერგრაუნდ" სივრცე, მოიხატება კედლები, დამონტაჟდება კამერები. პროექტის განხორციელების შემდეგ, მოქალაქეებისთვის გადასასვლელით სარგებლობა არ შეიზღუდება და ობიექტი 24 საათის განმავლობაში იფუნქციონირებს.

"ეს გადასასვლელი ქალაქისათვის უმნიშვნელოვანესი იყო, ვინაიდან მოჭარბებულად იყო გადასასვლელზე მგზავრთა და სატრანსპორტო ნაკადი. ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქში ამ გადასასვლელის ფუნქციური დატვირთვა იყო. რაც შეეხება სხვა გადასასვლელებს, აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა,"-განაცხადა მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა, მირზა მამასახლისმა.

პროექტის განხორციელების ვადები ჯერ-ჯერობით უცნობია.

ინიციატივა, რომელსაც დაინტერესებული პირი განახორციელებს, ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების კონკურსში გამარჯვებული იდეაა.





FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს
მერიის
14:24 / 08.04.2020
გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მის კომენტარს მერიის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი -1 - 6 °C
img
ქუთაისი 4 - 16 °C
img
ბათუმი 7 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020