დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლის მიუხედავად, ქუთაისის საკრებულომ დღეს

რიგგარეშე სხდომა გამართა და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შენგელიას განმარტებით, მიუხედავად მუშაობის საგანგებო რეჟიმისა, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნა შესაბამისი რეგლამენტის დაცვით, გამომდინარეობს მნიშვნელოვანი აუცილებლობიდან, რათა ერთი მხრივ, არ შეფერხდეს ქალაქის განვითარებისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქრუტურული პროექტებისთვის თანხების მოზიდვის პროცესი, და მეორე მხრივ, ხელი შეეწყოს მოქალაქეთა იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი ინვესტიციის განხორციელებისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისკენ.

“როგორც მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ covid 19 პანდემიად გამოაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობის ყველა ორგანო, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. საგანგებო რეჟიმზე მუშაობს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო და საკრებულოს აპარატი. ამასთან დაკავშირებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოსცა ბრძანება ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად და მის წინააღმდეგ ერთიანი ღონისძიებების განხორციელების შესახებ, რაც გულისხმობს საკრებულოს აპარატის დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადასვლას. ჩვენთვის ყოველი მოქალაქის უსაფრთხოება არის პრიორიტეტული, განსაკუთრებით როდესაც საკითხი ეხება ჯანმრთელობას, ამასთან ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაიცვან დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები, მოქალაქეთა უწყვეტი ინფორმირების მიზნით ჩვენ უზრუნველვყავით საკრებულოს სხდომის დამატებით სოციალური მედიის მეშვეობით ტრანსლირება, ასევე ელექტონული კომუნიკაციის ყველა პლატფორმა, ელექტრონული ფოსტა, საკრებულოს და საკრებულოს წევრების “ფეისბუკ” გვერდები, მუნიციპალიტეტის ვებ გვერდი და სატელეფონო არხები არის აქტიური. მიუხედავად მუშაობის საგანგებო რეჟიმისა, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნა შესაბამისი რეგლამენტის დაცვით, გამომდინარეობს მნიშვნელოვანი აუცილებლობიდან, რათა ერთი მხრივ, არ შეფერხდეს ქალაქის განვითარებისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქრუტურული პროექტებისთვის თანხების მოზიდვის პროცესი, და მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ მოქალაქეთა იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი ინვესტიციის განხორციელების და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისკენ,”-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შენგელიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *