Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
ხელისუფლებას მოუწოდებენ, გერმანიაში დარჩენილ სტუდენტებს საქართველოში დაბრუნებაში დაეხმაროს
"ლელოს" ქუთაისის ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, გერმანიაში დარჩენილ ქართველ სტუდენტებს დაეხმაროს. პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გერმანიაში მყოფ 22 სტუდენტს დამსაქმებლებმა კონტრაქტები შეუწყვიტეს და ისინი სამუშაოს გარეშე არიან დარჩენილი. მათივე განმარტებით, ფინანსური სახსრების არ ქონის გამო, სტუდენტები საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ისინი საელჩოს დახმარების თხოვნით მიამრთავენ, თუმცა, უშედეგოდ. 22 სტუდენტიდან 10 იმერეთიდანაა, ხოლო 4 ქუთაისიდან. "ლელო" გააქტიურებისაკენ მოუწოდებს როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას.

"გუშინ, გერმანიიდან დაგვიკავშირდნენ ჩვენი მოქალაქეები. 22 სტუდენტს გერმანელმა დამსაქმებლებმა კონტრაქტი შეუწყვიტეს. როგორც მათგან გახდა ცნობილი, გერმანიაში საქართველოს საელჩოსგან მწირი ინფორმაცია მიიღეს, შემდეგ კი საერთოდ ვერ ხერხდება საელჩოსთან კონტაქტის დამყარება. სტუდენტები აღმოჩდნენ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, არ იციან როგორ მოიქცნენ და არიან სახსრების გარეშე. საელჩო უნდა იყოს უფრო ქმედითი და აღრიცხოს ყველა ჩარჩენილი თანამოქალაქე,"-განაცხადეს პარტიაში.

"ლელოს" წარმომადგენლების განცხადებით, 22-ვე სტუდენტი მზადაა საკარანტინო პერიოდის გავლისთვის და ელოდება საქართველოს საელჩოს რეაგირებას.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 0 - 6 °C
img
ქუთაისი 5 - 16 °C
img
ბათუმი 6 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020