Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
თერჯოლის მერმა ბონდო სოფრომაძემ თანამდებობა დატოვა
ბონდო სოფრომაძე თერჯოლის  მერი აღარ იქნება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს" იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დღეს განცხადებით მიმართა.

მერის მოვალეობას ლაშა გოგიაშვილი შეასრულებს. 

,,იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა გოგიაშვილი წარადგინა, რომელიც მერის მოვალეობას შეასრულებს. ლაშა გოგიაშვილი მიმდინარე წლის 31 მარტს თერჯოლის მერიის 45 435 ბრძანების საფუძველზე, მანუჩარ ფანჩულიძის გათავისუფლების შემდეგ დაინიშნა. მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დღეს განცხადებით მიმართა. მას შემდეგ, რაც თერჯოლის საკრებულო ბონდო სოფრომაძეს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, მერის მოვალეობას ლაშა გოგიაშვილი შეასრულებს. ლაშა გოგიაშვილი 2017 წლიდან დღემდე ა(ა)იპ "მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის" დირექტორის მოადგილე იყო, 2012-2017 წლებში სსიპ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სამეურნეო დარგის მთავარი მენეჯერის თანამდებობა ეკავა, 2006-2010 წლებში - შპს "ივენთ კომპანი" აღმასრულებელი დირექტორი, 2002-2005 წლებში კი შპს "მელოდის არტი" მიმართულების მენეჯერი იყო. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი." - წერია მოწოდებულ ინფორმაციაში.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით 
ანტიკრიზისული გეგმის
14:39 / 28.05.2020
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით  ანტიკრიზისული გეგმის
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 15 - 29 °C
img
ქუთაისი 15 - 28 °C
img
ბათუმი 16 - 21 °C
img
სოხუმი 16 - 25 °C
img
ფოთი 16 - 21 °C
img
თელავი 16 - 28 °C
img
მესტია 6 - 17 °C
img
ზუგდიდი 15 - 26 °C
img
ბორჯომი 11 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
პოლიტიკის სიახლეები