Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
ქუთაისის მერი და საკრებულოს უმრავლესობის პოლიტიკური თანამდებობის პირები StopCovid ფონდში ხელფასის მესამედს გადარიცხავენ
ქუთაისის მერი "ქართული ოცნების" სოლიდარობის აქციას უერთდება. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ის მომდევნო სამი თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს კორონავირუსთან საბრძოლველ ფონდში გადარიცხავს.

"ვუერთდები "ქართული ოცნების" მიერ დაწყებულ სოლიდარობის აქციას და მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ჩემი ხელფასის ერთ მესამედს გადავრიცხავ. მინდა გავამხნევო ის ადამიანები, ვისაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა და ყურადღება და ვუთხრა, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო უერთდება მმართველი პარტიის სოლიდარობის აქტს და საკებულოს უმრავლესობის პოლიტიკური თანამდებობის პირები სამი თვის განმავლობაში ანაზღაურების მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ 18 მარტს სამსახურებრივი ავტომობილით სარგებლობასა და საწვავზე უარი განაცხადა. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, ადგილობრივ ბიუჯეტში გამოთავისუფლებული თითოული ლარი მოხმარდეს სოციალურ პროგრამებს და მიიმართოს მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად.

მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემაც. ის ხელფასის მესამედს აღნიშნულ ფონდში გადარიცხავს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 15 - 29 °C
img
ქუთაისი 15 - 28 °C
img
ბათუმი 16 - 21 °C
img
სოხუმი 16 - 25 °C
img
ფოთი 16 - 21 °C
img
თელავი 16 - 28 °C
img
მესტია 6 - 17 °C
img
ზუგდიდი 15 - 26 °C
img
ბორჯომი 11 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
პოლიტიკის სიახლეები