ვანის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები

პუნქტები მოეწყო. გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათის განმავლობაში ადგილზე განახორციელებენ არსებული შეზღუდვების კონტროლსა და ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ. ადგილზე მიმდინარეობს მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან,”-აცხადებენ შსს-ში.

შეზღუდვა მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირებამ გამოიწვია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *