“პანდემიის ფონზე, როცა ადამიანებს ერთმანეთისგან მეტი გამხნევება და თანადგომა სჭირდებათ, გვირილობის ტრადიცია კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს”
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ქუთაისელებს ორმაისობის დღესასწაულს ულოცავს. მისალოც მიმართვაში შალამბერიძე ამბობს, რომ პანდემიის ფონზე, როცა ადამიანებს ერთმანეთისგან მეტი გამხნევება და თანადგომა სჭირდებათ, გვირილობის ტრადიცია კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

"ქუთაისისთვის ორმაისობა ჭეშმარიტად სახალხო დღესასწაულია. მისი ისტორიით, მნიშვნელობით, შინაარსით და სანახაობების მრავალფეროვნებით. ადამიანებით, რომლებიც წლიდან წლამდე, ქალაქის ამ დიდ ზეიმს ერთმანეთის გულწრფელი სიყვარულით ელიან. ჩვენ წელს ამ დღის განსაკუთრებული მოლოდინი და სამზადისი გვქონდა. ტრადიციის პატივისცემით და ბევრი ახალი საქმით, ახალი სახეებით, საპატიო სტუმრებით და მასპინძლებით, ყველა თაობისთვის ერთნაირად საინტერესო და სასურველი. ორმაისობის ყველაზე კოლორიტული ნაწილი "გვირილობა" იდეაში სწორედ საზოგადოების მხარდაჭერის და ქველმოქმედების სურვილით გაჩნდა და მისი მიზანი ყველაზე კეთილშობილი იყო: ტუბერკულოზით დაავადებულთა დახმარება. ისტორია ყველა ქუთაისელმა იცის, საუკუნის წინ როგორ აგროვებდნენ ამ ქალაქის ულამაზესი ქალები გიმნაზისტ გოგონებთან ერთად შემოსაწირს და როგორ უმაგრებდნენ გვირილას მკერდზე იმ ადამიანებს, ვინც ჭლექით დაავადებულთათვის საერთო კალათაში სიმბოლურ თანხას დებდა. ორმაისობა სიკეთის დღეა. და მასთან ერთად, ერთგვარად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის დღეც. დღეს, პანდემიის ფონზე, როცა ადამიანებს ერთმანეთისგან მეტი გამხნევება და თანადგომა სჭირდებათ, გვირილობის ტრადიცია კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. დისტანციის და აუცილებელი იზოლაციის პირობებში, ბოლო ათწლეულის მანძილზე, პირველი ორმაისობა ჩაივლის იმერული კოლორიტის, ქართული ფოლკლორის და გასტრონომიის, გამოფენების, ყვავილების ბაზრობების, თეთრწინსაფრიანი გოგონების, ფაიტონის და თეატრალური მსვლელობების გარეშე. მაგრამ ყველა ქუთაისელი, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობით იცავს მთავრობის და ეპიდემიოლოგების მოწოდებას, სწორედ სახლიდან მიულოცავს მის ქალაქს ყველაზე მშობლიურ დღესასწაულს. ზუსტად მაშინ, როცა ყველა ტაძრიდან, ტრადიციული ზარების რეკვით, ქუთაისის კურთხევაც აღევლინება. გილოცავთ და მჯერა, კიდევ ბევრ ორმაისობას ვიზეიმებთ ამ ისტორიულ ქალაქში ღირსეული ქუთაისელების პატივგებით და თქვენი განსაკუთრებული ნიჭიერებით,"-ნათქვამია ზვიად შალამბერიძის მიმართვაში.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
,, ლეიბორისტულმა პარტიამ'' მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები
წარადგინა.
19:56 / 27.09.2020

,, ლეიბორისტულმა პარტიამ'' მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები წარადგინა.

,, ლეიბორისტულმა პარტიამ'' მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები
წარადგინა.
17:52 / 27.09.2020

,, ლეიბორისტულმა პარტიამ'' მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები წარადგინა.

30 სექტემბერს ქუთაისსა და წყალტუბოს სოფლებში მცხოვრებლებს
14:48 / 25.09.2020
30 სექტემბერს ქუთაისსა და წყალტუბოს სოფლებში მცხოვრებლებს
აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენის
დარბაზში
13:38 / 25.09.2020
აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენის დარბაზში
აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენის
დარბაზში
13:38 / 25.09.2020
აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენის დარბაზში
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 13 - 22 °C
img
ქუთაისი 19 - 31 °C
img
ბათუმი 19 - 27 °C
img
სოხუმი 17 - 28 °C
img
ფოთი 21 - 27 °C
img
თელავი 12 - 22 °C
img
მესტია 7 - 18 °C
img
ზუგდიდი 17 - 31 °C
img
ბორჯომი 9 - 24 °C
img
პოლიტიკის სიახლეები
ირაკლი კიკვაძე ,,ლეიბორისტულმა პარტიამ'' ქუთაისის მერობის კანდიდატად წარადგინა
19:56 / 27.09.2020

,, ლეიბორისტულმა პარტიამ'' მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები წარადგინა.

,,მერია ჩვენს აქტივისტებს დაჯარიმებით ემუქრება''-ანდრო ლოსაბერიძე
12:33 / 25.09.2020

,,სტრატეგია აღმაშენებლის"" ქუთაისის მერობის

გოგი წულაიას გულის ოპერაცია ჩაუტარდა
16:08 / 24.09.2020
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარეს
იმერეთში 605 საარჩევნო უბნიდან 166 ადაპტირებული იქნება
15:44 / 24.09.2020
იმერეთში ჯამში 605 საარჩევნო უბანი გაიხსნება. მათგან შშმ