ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა

გრძელდება. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ა(ა) იპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების უფროსმა ვაჟა ჯუღელმა დღეს ქალაქის მუსიკალური სასწავლებლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ქუთაისის #1, #2 და #3 მუსიკალურ სკოლებს წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ, დამონტაჟდება განათების და ცენტრალური გათბობის ახალი სისტემები.

“როგორც კი განახლდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა, მაშინვე დავიწყეთ ქუთაისის სახელოვნებო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამი მუსიკალური სასწავლებლის სრულ რეაბილიტაციაზე ჯამში 600 000 ლარზე მეტი დაიხარჯება და მალე ქალაქს თანამედროვე მოთხოვნების და სტანდარტების შესაბამისი მუსიკალური სკოლები ექნება” – აცხადებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ამ ეტაპზე, ნებადრთულია ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სამუშაოები. შესაბამისად, ქუთაისშიც გაგრძელდება მუშაობა ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რაც ვირუსის გავრცელებამდე იყო დაგეგმილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *