თერჯოლის სოფელ ღვანკითში დაწესებული

შეზღუდვების შემსუბუქება უახლოეს დღეებში იგეგმება. ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. როგორც ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, ვადები დამოკიდებულია პროტოკოლზე, რომლის მიხედვითაც სოფელში შეზღუდვები დაწესდა.

“ჩვენ ღვანკითთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგების რჩევით მკაცრი პროტოკოლი გავატარეთ იქედან გამომდინარე, რომ ბევრი შემთხვევა იყო დაფიქსირებული ღვანკითში, რის შედეგადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩაკეტილიყო მთლიანად სოფელი და მოქცეულიყო საკარანტინო ზონაში. ყველა ის ღონისძიება, რაც შემდეგ ადგილზე გატარდა, იყო სწორედ პრევენციის, რომ სოფელში აღარ ყოფილიყო შემდგომი გავრცელება. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გატარებული ზომებიდან გამომდინარე, შედეგი მივიღეთ და უახლოეს დღეებში იგეგმება ღვანკითის გახსნა და მიღებული ზომების შემსუბუქება”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

კორონავირუსის რამდენიმე დადასტურებული შემთხვევის შემდეგ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 23 აპრილიდან ჩაიკეტა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *