Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
,,აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწია იმისთვის ხაზის გასმა, რომ პოლიტიკური პატიმრები არსებობენ" - გრიგოლ ვაშაძე
,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემასთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით შეთანხმების შესახებ მმართველ გუნდში გაუგებარი განცხადებები კეთდება.

,,სრულიად გაუგებარია, პოლიტიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით ეს განცხადება, რას ემსახურებოდა. ამის შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენს მედიატორებს მოუწიათ ჩარევა ოპოზიციის და ხელისუფლების დისკუსიაში და იმის ახსნა, თუ რა არის მედიატორის როლი და რაოდენ მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების ციხიდან გამოშვება. სამწუხაროდ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწია იმისთვის ხაზის გასმა, რომ პოლიტიკური პატიმრები არსებობენ, რომ ყველა მხარემ უნდა შეასრულოს ვალდებულებები. რა შედეგი მოიტანა ამან? დაზიანდა საქართველოს რეპუტაცია. შედეგი ამ უპასუხისმგებლო განცხადებაზე ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას."- განაცხადა ვაშაძემ ქუთაისში დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ 8 მარტის შეთანხმების საკონსტიტუციო ცვლილებების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხები არ შესრულდება, ისინი საკითხს მხარს არ დაუჭერენ.  


2020 წლის 8 მარტის შეთანხმება ძირითადად ორნ ნაწილდა იყოფა. ერთი ეხება არჩევნების ჩატარების წესს, მეორე კი პოლიტპატიმრების საკითხს. ,,ქართული ოცნება" პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე პირობის დადებას უარყოფს
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში,
ახალი ტერმინალის მშენებლობის პარალელურად,
15:28 / 05.06.2020
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ტერმინალის მშენებლობის პარალელურად,
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა
11:28 / 04.06.2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 27 °C
img
ქუთაისი 14 - 27 °C
img
ბათუმი 16 - 22 °C
img
სოხუმი 13 - 23 °C
img
ფოთი 16 - 22 °C
img
თელავი 14 - 27 °C
img
მესტია 2 - 15 °C
img
ზუგდიდი 13 - 25 °C
img
ბორჯომი 8 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
წყალტუბო-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება არ იზრდება
წყალტუბოდან ქუთაისში მგზავრობის საფასური არ იზრდება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს"
11:16 / 04.06.2020
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
პროფესია აგრონომი - გიორგი გაბედავას ამერიკული ამბავი
ეს არის ამბავი იმაზე , თუ როგორ აღმოჩნდა სამტრედიელი ახალგაზრდა ამერიკის შეერთებულ
11:43 / 04.06.2020
პოლიტიკის სიახლეები
ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესს პრემიერმინისტრი გაეცნო
15:28 / 05.06.2020
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ტერმინალის მშენებლობის პარალელურად,
ყოფილმა თანამშრომელმა ზესტაფონის მერიას სასამართლო დავა მოუგო
11:28 / 04.06.2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა