Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულო სოციალურ პროგრამებში ცვლილებების შეტანაზე იმსჯელებს
14 მაისს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე 2020 წლის სოციალურ პროგრამებში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილება. საკრებულოში აცხადებენ, რომ დამატებითი ფინანსების გამოყოფა სოციალური პროგრამებისთვის მერიის სამივლინებო ხარჯების მაქსიმალურად შეზღუდვის შედეგად გახდა შესაძლებელი.

"კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ ბავშვებს, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ და მერიის სხვადასხვა სოციალური პროგრამის ბენეფიციარები არიან. ამ ცვლილებების მიხედვით გაორმაგდება რამდენიმე პროგრამის დაფინასება: "ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა დახმარების" და "ლეიკოზითა და სოლიდური სიმსივნის ფორმით დაავადებულ პირთა თანადგომის" პროგრამების ბენეფიციარები, ყოველთვიურად, 100 ლარის ნაცვლად მიიღებენ 200 ლარს.
ცვლილება შევა "აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის" პროგრამაშიც. ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, რომ არ შეწყდეს ქვეპროგრამა, შეზღუდვების გაუქმებამდე ბენეფიციარებისათვის დისტანციური მომსახურეობის (მოდიფიცირებული პროგრამა) მიწოდების შემთხვევაში, ანაზღაურება მომწოდებლის მიერ შესრულებული დოკუმენტაციის (აღრიცხული ვიზიტების რაოდენობა-დამოწმებული ორგანიზაციის და მშობლის ხელმოწერით) შესაბამისად მოხდება", - აცხადებენ ქუთაისის საკრებულოში.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ქუთაისის საკრებულოს სხდომები დისტანციურ რეჟიმში იმართებოდა. ხვალ კი დეპუტატები სათათბირო დარბაზში შეიკრიბებიან.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში,
ახალი ტერმინალის მშენებლობის პარალელურად,
15:28 / 05.06.2020
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ტერმინალის მშენებლობის პარალელურად,
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა
11:28 / 04.06.2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 27 °C
img
ქუთაისი 14 - 27 °C
img
ბათუმი 16 - 22 °C
img
სოხუმი 13 - 23 °C
img
ფოთი 16 - 22 °C
img
თელავი 14 - 27 °C
img
მესტია 2 - 15 °C
img
ზუგდიდი 13 - 25 °C
img
ბორჯომი 8 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
წყალტუბო-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება არ იზრდება
წყალტუბოდან ქუთაისში მგზავრობის საფასური არ იზრდება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს"
11:16 / 04.06.2020
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
პროფესია აგრონომი - გიორგი გაბედავას ამერიკული ამბავი
ეს არის ამბავი იმაზე , თუ როგორ აღმოჩნდა სამტრედიელი ახალგაზრდა ამერიკის შეერთებულ
11:43 / 04.06.2020
პოლიტიკის სიახლეები
ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესს პრემიერმინისტრი გაეცნო
15:28 / 05.06.2020
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ტერმინალის მშენებლობის პარალელურად,
ყოფილმა თანამშრომელმა ზესტაფონის მერიას სასამართლო დავა მოუგო
11:28 / 04.06.2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა