Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
იმერეთის გუბერნატორს განცხადებას, რომ რეგიონში 30%-ზე მეტი მიწაა დამუშავებული, ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს
"ლელოს" იმერთის ორგანიზაცია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. პარტიაში აცხადებენ, რომ ზვიად შალამბერიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ წელს იმერეთის რეგიონში 30%-ზე მეტი მიწაა დამუშავებული, წლის ბოლომდე ყველა მსურველი შეძლებს მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას და ყველას ფერმერი, ვისაც დარეგისტრირებული ექნება ერთ ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი, სახელმწიფოსგან მიიღებს 200 ლარს, სიმართლეს არ შეესაბამება.

"იმერეთის რწმუნებულს საკუთარი განცხადების დამადასტურებელი არც ერთი სტატისტიკური მონაცემი ან უტყუარი არგუმენტი არ მოუტანია. სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ "ოცნების" ხელისუფლების მავნებლური და დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად, 2013 წელთან შედარებით იმერეთის რეგიონში განახევრდა ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები და 46 ათასი ჰექტარიდან 2019 წლის მდგომარეობით 23 ათასი ჰექტარი შეადგინა, ასევე ტექნიკურად და ფიზიკურად შეუძლებელია ყველა დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის წლის ბოლომდე დარეგისტრირება და შესაბამისად, ფერმერების უმრავლესობა იმ მინიმალური 200 ლარის მიღებასაც ვერ შეძლებს,"-აცხადებენ პარტიაში.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში,
ახალი ტერმინალის მშენებლობის პარალელურად,
15:28 / 05.06.2020
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ტერმინალის მშენებლობის პარალელურად,
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა
11:28 / 04.06.2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 27 °C
img
ქუთაისი 14 - 27 °C
img
ბათუმი 16 - 22 °C
img
სოხუმი 13 - 23 °C
img
ფოთი 16 - 22 °C
img
თელავი 14 - 27 °C
img
მესტია 2 - 15 °C
img
ზუგდიდი 13 - 25 °C
img
ბორჯომი 8 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
წყალტუბო-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება არ იზრდება
წყალტუბოდან ქუთაისში მგზავრობის საფასური არ იზრდება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს"
11:16 / 04.06.2020
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
პროფესია აგრონომი - გიორგი გაბედავას ამერიკული ამბავი
ეს არის ამბავი იმაზე , თუ როგორ აღმოჩნდა სამტრედიელი ახალგაზრდა ამერიკის შეერთებულ
11:43 / 04.06.2020
პოლიტიკის სიახლეები
ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესს პრემიერმინისტრი გაეცნო
15:28 / 05.06.2020
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ტერმინალის მშენებლობის პარალელურად,
ყოფილმა თანამშრომელმა ზესტაფონის მერიას სასამართლო დავა მოუგო
11:28 / 04.06.2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა