,,ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატი ქუთაისში გიგა შუშანია აცხადებს, რომ

,,ქართულმა ოცნებამ” 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარების მიმღებთა სია წინასწარ შეადგინა. მისი განცხადებით ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მარეხი ნიჟარაძემ განაცხადა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ,,ქართული ოცნება” ბიუჯეტიდან გამოყოფილი არასაკმარისი თანხების დახარჯვას პარტიული შეხედულებების მიხედვით გეგმავს. 

,,ქართული ოცნების აქტივისტების, მაჟორიტარი დეპუტატების მიერ წინასწარ იქნა შედგენილი ქართული ოცნების მხარდამჭერთა სიები, რომელთა დახმარებასაც ქართული ოცნება აპირებდა. სწორედ ამის გამო ხელისუფლება 840 ათასი თვითდასაქმებულის ნაცვლად აპირებს მხოლოდ 240 ათასის დახმარებას. ეს ინტერვიუ მან ტელეკომპანია “რიონს” მისცა იმ დღესვე, როდესაც ეს ინიციატივა გაჟღერდა. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მიაჩნია, რომ ეს ინტერვიუ ადასტურებს, რომ ქართული ოცნება გეგმავს ბიუჯეტიდან გამოყოფილი არასაკმარის თანხების დახარჯვას პარტიული შეხედულებების მიხედვით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის მთლიანი პროცესი საჯარო ინტერვიუში ასახა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ. ერთიან ნაციონალურ მოძრაობა მოითხოვს აღნიშნულ ფაქტზე სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და დაიკითხონ ქუთაისის საკრებულოს ის წევრები და ქართული ოცნების აქტივისტები, რომლებმაც მიიღეს და შემდგომ შეასრულეს აღნიშნული უკანონო დავალება.”- განაცხადა გიგა შუშანიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *