,,ქართველ მეწარმეებს ყვავილები უხმებათ" - ვანო კაპანაძე
,,ლელო საქართველოსთვის" ქუთაისის მერიის მიერ ქალაქის გამწვანებისთვის ყვავილების თურქეთიდან შემოტანას აპროტესტებს. პარტიის იმერეთის ოფისის საარჩევნო სპეციალისტი ვანო კაპანაძე აცხადეს, რომ მაშინ როცა  ქართველ მეწარმეებს ყვავილების რეალიზაცია უჭირთ, თურქეთიდან მისი შემოტანა არამიზნობრივია. 

,, ქალაქის მერიამ არცერთი მიმართულებბით არ შეიტანა ცვლიბებელი ბიუჯეტში, თითქოს პანდემია არც ყოფილიყოს და დაიწყო გამწვანებისთვის გამოყოფილი 850 ათასი ლარის ხარჯვა და 84 ათასი ლარით ყვავილები თურქეთიდან შეისყიდა. მაშინ, როცა ქართველ მეწარმეებს ყვავილები უხმებათ.  "ლელო საქართველოსთვის" მოუწოდებს ხელისუფლებას აქტიურად იმუშაონ და ხელი შეუწყონ ქვეყანაში არსებულ აგრო-სექტორში მოქმედ მეწარმეებისგან შესყიდვების გაზრდას. "- განაცხადა ვანო კაპანაძემ.  


ქუთაისის გასამწვანებლად ყვავილები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "ქალაქსერვისმა"  თურქეთში შეიძინა. ქალქში სულ 120 ათასი ძირი ყვავილი დაირგვება. ყვავილების საყიდლად 84 000 ლარი დაიხარჯა.
| Print |