ხარაზოვის ბაღში შადრევნის რეაბილიტაცია დაიწყო
ხარაზოვის ბაღში შადრევნის რეაბილიტაცია დაიწყო.

ქუთაისის მერიამ ხარაზოვის სკვერში დინამიკური, პროგრამირებადი შადრევნის მოწყობის შესახებ ტენდერი მიმდინარე წლის 10 თებერვალს გამოაცხადა. პროექტის მიხედვით, სკვერში დასასვენებელი და გასართობი კომპლექსი მოეწყობა, ასევე სრულად რეაბილიტირდება არსებული შადრევანი.

ტენდერის თანახმად, სამუშაოები მარტის ბოლის უნდა დაწყებულიყო, რასაც ქუთაისის მერიის განმარტებით, ხელი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებამ შეუშალა. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ამოქმედების შემდეგ კი, "ხარაზოვის ბაღის" სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება შესაძლებელი გახდა .

ტენდერში შპს "ჯორჯიან პლასტიკმა" გაიმარჯვა და მისი ღირებულება ჯამში 354589 ლარს შეადგენს. სკვერის რეაბილიტაცია აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
| Print |