,,ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატი ქუთაისში გიგა შუშანია აცადებს,

რომ მერია უარს ამბობს გამოათავისუფლოს ბიუჯეტიდან ხარჯები და დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის ფონზე დახმარების გარეშე რჩებიან. ის ქუთაისის ბრენდინგზე დახარჯულ თანხებს არამიზნობრივად მიიჩნევს.

,,50 ათასის დახარჯვის შემდეგ მიიღეს სლოგანი ,,ქუთაისი ქალაქია”. უცხოელი ტურისტები რომ გაიგებენ ,,ქუთაისი ქალაქია” გამოიქცევიან. ახლა მაშინ, როცა მოქალაქეთა ნაწილი ვერ ღებულობს ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას, ტურიზმის ცენტრს გამოცხადებული აქვს 60 ათას ლარიანი ტენდერი, გამარჯვებული გამოვლენილია და აპირებს 20 გიდს ჩაუტაროს ტრენინგი. მაშინ, როცა გაჩერებულია ტურიზმი, რა დროს შემდეგ ეტაპებზე, გადამზადებაზე ზრუნვაა, როდესაც კონკრეტული ადამიანები შიმშილობენ.”- განაცხადა გიგა შუშანიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *