Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

“ლელოს” იმერეთის ორგანიზაცია პრემიერსა და ქუთაისის მაჟორიტარს “მადლობას” უხდის”
"ჩვენც გვსურს ქუთაისელების სახელით "მადლობა" გადავუხადოთ პრემიერ გახარიას იმისთვის, რომ დღემდე არც ერთ ქუთაისელს არც ერთი თეთრი არ მიუღია მთავრობის სოციალური დახმარების პაკეტიდან,"-ასე გამოეხმაურა "ლელოს" იმერეთის ორგანიზაცია ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის მიერ გაკეთებულ დღევანდელ განცხადებას. პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მამუკა მამალაძე ამბობს, ამ ფონზე მაჟორიტარი პრემიერს მადლობას უხდის. მამალაძე აცხადებს, რომ დიმიტრი მხეიძეს პარლამენტში ყოფნის განმავლობაში ქუთაისის პრობლემებზე არც ერთხელ არ უსაუბრია.

"ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი მხეიძემ ქუთაისელების სახელით პრემიერ გახარიას იდეალური კრიზის მენეჯერობისა და გეგმის გამო მადლობა გადაუხადა. ჩვენი მხრივ, ჩვენც გვსურს ქუთაისელების სახელით "მადლობა" გადავუხადოთ პრემიერ გახარიას იმისთვის, რომ დღემდე არც ერთ ქუთაისელს არც ერთი თეთრი არ მიუღია მთავრობის სოციალური დახმარების პაკეტიდან, "მადლობა" პრემიერს, რომ მთავრობის მიერ მომზადებული ანტიკრიზისული გეგმის თანახმად 53% ქუთაისელებისა ვერ ისარგებლებს სოციალური პაკეტით ისევე, როგორც თვითდასაქმებულთა 80% ვერ მიიღებს ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას. "მადლობა" პრემიერს ბიზნესმენების სახელით, მკვდრადშობილი საკრედიტო-საგარანტიო გეგმის წარდგენისათვის, რომლითაც ვერც ერთი ბიზნესმენი ვერასდროს ვერ ისარგებლებს და განსაკუთრებული "მადლობა" დეპუტატ დიმიტრი მხეიძეს, რომელსაც პარლამენტში ყოფნის განმავლობაში ერთხელაც არ უსაუბრია ქუთაისის პრობლემებზე,"-განაცხადა "ლელო საქართველოსთვის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა მამუკა მამალაძემ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება
15:57 / 13.07.2020
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება" ოთარ ლორთქიფანიძემ დატოვა. საკითხი ფრაქციის სხდომაზე განიხილეს.
15:38 / 13.07.2020
"აიგრუპის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, კახაბერ გულედანმა, ქუთაისში
15:38 / 13.07.2020
"აიგრუპის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, კახაბერ გულედანმა, ქუთაისში
ხარაგაულის მერმა თანამდებობა დატოვა. ნიკოლოზ თოფურიძემ განცხადება
სოციალური ქსელით გააკეთა.
12:09 / 13.07.2020
ხარაგაულის მერმა თანამდებობა დატოვა. ნიკოლოზ თოფურიძემ განცხადება სოციალური ქსელით გააკეთა.
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება
12:07 / 13.07.2020
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება" ოთარ ლორთქიფანიძემ დატოვა.
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 18 - 30 °C
img
ქუთაისი 19 - 26 °C
img
ბათუმი 22 - 26 °C
img
სოხუმი 19 - 28 °C
img
ფოთი 22 - 26 °C
img
თელავი 19 - 30 °C
img
მესტია 7 - 19 °C
img
ზუგდიდი 19 - 26 °C
img
ბორჯომი 15 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისის ცხელების ცენტრის მედ პერსონალი 4 თვის ხელფასის მიღებას ითხოვს
ქუთაისში ჩხობაძის კლინიკის მედ პერსონალი კუთვნილი ხელფასის მიღებას ითხოვს.
11:58 / 01.07.2020
საწარმო, რომელიც ქუთაისში ცნობილი ბრენდების ტანსაცმელს კერავდა, გაკოტრდა
საწარმო, რომელიც ქუთაისში ცნობილი ბრენდების სამოსს კერავდა მუშაობას წყვეტს. MGMTEX-ის
10:45 / 25.06.2020
ქუთაისელი სტუდენტების ინოვაციური სტარტაპი
ბრიტანეთის საკონსულოს პროექტის "ბიგ აიდეა ჩელენჯის" ფინალისტი
15:23 / 10.07.2020
თორნიკე გელაშვილი
როგორ აისახა პანდემია ფიტნესცენტრებზე და რა რეგულაციების დაცვით მოუწევთ მუშაობა - გალილეო ფიტნესის ადმინისტრატორი
15:43 / 26.06.2020
პოლიტიკის სიახლეები
,,კოლეგიალური პასუხიმგებლობის გათვალისწინებით, ჩემი პირადი გადაწვეტილებით ვუერთდები ფრაქცია „ქართული ოცნება კონსერვატორების გუნდს“ " - ოთარ ლორთქიფანიძე
15:57 / 13.07.2020
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება" ოთარ ლორთქიფანიძემ დატოვა. საკითხი ფრაქციის სხდომაზე განიხილეს.
რატომ გვიანდება ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა-რას ამბობენ "აიგრუპში"
15:38 / 13.07.2020
"აიგრუპის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, კახაბერ გულედანმა, ქუთაისში
ხარაგაულის მერმა თანამდებობა დატოვა
12:09 / 13.07.2020
ხარაგაულის მერმა თანამდებობა დატოვა. ნიკოლოზ თოფურიძემ განცხადება სოციალური ქსელით გააკეთა.
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება" ოთარ ლორთქიფანიძემ დატოვა
12:07 / 13.07.2020
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება" ოთარ ლორთქიფანიძემ დატოვა.