ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა

თანამშრომელმა მოუგო. მაია კახნიაშვილს სამსახურში აღადგენენ და განაცდურს აუნაზღაურებენ.

კახნიაშვილი მერიიდან 2019 წლის დეკემბრიდან გაათავისუფლეს. ის დაკავებული პოსტიდან სამსახურეობრივი მოვალეობის უხეშად დარღვევის ბრალდებით გაუშვეს. 

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გათავისუფლების ბრალდება ბათილად ცნო.

კახნიაშვილის უფლებებს სასამართლოში “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წარმომადგენელი იცავდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *